სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გახდი იურისტთა კლუბის წევრი

19 ნოემბერი, 2020

თუ ხარ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და მიგაჩნია, რომ ხარ ენერგიული, კრეატიული და მოტივირებული, მაშინ შენ გეძლევა შანსი, გახდე სეუ-ს იურისტთა კლუბის წევრი. 

SEU-ს იურისტთა კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს აქტიურ და ხელმისაწვდომ სტუდენტურ ცხოვრებას სხვადასხვა მიმართულების პროექტების შეთავაზებით. კლუბის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების, დებატების, მოდელირებების, საჯარო ლექციებისა და ტრენინგების დაგეგმვა-განხორციელებას. კლუბი აგრეთვე ორიენტირებულია მიაწოდოს ინფორმაცია იურიდიული ფაკულტეტის მიმართულების სტუდენტებს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ამ მიზნით იურისტთა კლუბი აცხადებს წევრთა მიღებას.

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს.

თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კომპონენტს და მზად ხარ შეუერთდე SEU-ს იურისტთა კლუბს, მაშინ შეავსე აპლიკაცია:

https://bit.ly/2IJ5EHg

წევრების მიღება იყოფა ორ ეტაპად: 

  • აპლიკაციის შევსება.
  • გასაუბრება.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 23 ნოემბრის 18:00 სათამდე. 

კლუბის მიერ განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების შესახებ, დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე: https://bit.ly/3nwTIHf 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით იურისტთა კლუბს:

ტელ: 2 90 00 00 (27)

ელ-ფოსტა: [email protected]

Message body empty