დღეს, 16 თებერვალს, SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურსა და კომპანია FindWork.ge-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება.
სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, თანამშრომლობის ფარგლებში, შეუძლიათ ისარგებლონ FindWork.ge-ს პორტალის უნიკალური ფუნქციონალებით, გაეცნონ ვაკანსიებს, სტაჟირების პროგრამებს, ტრენინგებს, საგანმანათლებლო პროგრამებს და სხვა მათთვის საინტერესო ინფორმაციებს.
სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ასევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ პლატფორმაზე, შექმნან, როგორც ტექსტური ასევე ვიდეო რეზიუმე და გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობა.