სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ბოკონის უნივერსიტეტის (მილანი, იტალია) ზაფხულის სკოლა სამართლის სტუდენტებისთვის

18 მარტი, 2021

SEU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის ზაფხულის სკოლაში, რომელიც ჩატარდება ონლაინ 5-დან 10 ივლისის ჩათვლით.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ, ბოკონის უნივერსიტეტის პროფესორების ინტერაქტიულ ლექციებს და ვებინარებს, მიიღონ ბოკონის უნივერსიტეტის სერტიფიკატი, 3 თავისუფალი კრედიტი (ECTS) და გაიღრმავონ ცოდნა ისეთი მიმართულებით როგორიცაა:

საერთაშორისო ბიზნესის და ციფრული სამართლი, ელექტრონული კომერციის (e-commerce) არბიტრაჟი და მედიაცია, ონლაინ გადახდები და ტრანზაქციები, ელექტრონული კომერცია და საქონლის საერთაშორისო გაყიდვების სამართალი; ინოვაციური სამართალი და სხვა.

აპლიკაციების მიღება ხდება 29 აპრილის ჩათვლით შემდეგ ბმულზე.

მონაწილეობის საფასური შეადგენს 850 ევროს, ხოლო SEU-ს სტუდენტებისთვის 680 ევროს, რადგან მოქმედებს  განსაკუთრებული ფასდაკლება.  

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected].

Message body empty