სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვებინარი - “რადიო - პირდაპირ ეთერში მუშაობის სპეციფიკა”

24 მარტი, 2021

24 მარტს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ ონლაინ კვირეულის "თანამედროვე მედია" ფარგლებში უმასპინძლა მეორე ლექციას სახელწოდებით “რადიო - პირდაპირ ეთერში მუშაობის სპეციფიკა”.

ვებინარს უძღვებოდა გიგა ბატკუაშვილი - რადიო "ფორტუნა პლუსის" წამყვანი.

სპიკერმა გიგა ბატკუაშვილმა ისაუბრა რადიო წამყვანის პროფესიაზე, პირდაპირ ეთერში მუშაობის სპეციფიკაზე, საკუთარ გამოცდილებაზე, რადიო წამყვანის, როგორც მიმართულების  განვითარების შესაძლებლობაზე და ა.შ.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ვებინარის მოდერატორი გახლდათ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - პროფესორი თინათინ ზაქარაშვილი.

 

Message body empty