სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი IT მიმართულებით

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 07 ივნისი, 2023
ბოლო ვადა 20 ივლისი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე IT მიმართულებით:

საკონკურსო ვაკანსიები:

მიმართულება მონაცემთა ბაზები (მონაცემთა ბაზები SQL, მონაცემთა ბაზები NOSQL, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება):

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია.

მიმართულება კომპიუტერული ქსელები და უსაფრთხოება (ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება):

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია.

მიმართულება პროგრამირება (თამაშების დეველოპმენტი, ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება) :

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია.


მიმართულება ციფრული ხელოვნება
(3D მოდელირება, UI UX დიზაინი) :

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია.

მიმართულება მონაცემთა ანალიტიკა მონაცემთა ანალიზი, დიდი მონაცემების დამუშავება, მანქანური სწავლება, NLP (ბუნებრივი ენების დამუშავება) :

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია.
     

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე  მოთხოვნილი (აკადემიური/ პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით: 

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
    საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;


 ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

პროფესიული ნიშნით: 

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ ან პედაგოგიურ მოღვაწეობასთან;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

დამატებითი კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით;
  • კონკურსანტის ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა (კანდიდატმა აღნიშნული ცნობა უნდა წარმოადგინოს კონკურსის მეორე ეტაპზე);
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია: კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აუცილებელია განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);
  • ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად);
  • ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუს(ებ)ი;
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

კონკურსის ეტაპები: 

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლოა ჩატარდეს ინგლისურ ენაზე/ მოიცვას საჩვენებელი ლექციის ჩატარება).

კონკურსის პირობები: 

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ SEU-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEUს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
  • კონკურსში შერჩეულ პირებს სურვილის შემთხვევაში გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება.

კონკურსანტების შერჩევის პირობები: 

  • პირველ ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 7 ივნისი;
  • აკადემიური თანამდებობების დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს: 2023 წლის 10 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2023 წლის 20-24 ივლისის;
  • კონკურსის მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2023 წლის 25-26 ივლისის (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ) ;
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 27 ივლისი ;
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2023 წლის 28 ივლისი;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2023 წლის 31 ივლისი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 1 აგვისტო.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით)

საკონტაქტო ელ. ფოსტა: [email protected]

ტელ: 2 90 00 00 შიდა 21


აკადემიური კონკურსი - განცხადების ფორმასაკონკურსო ანკეტა

Message body empty