სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი - ტექნოლოგიები

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 24 ნოემბერი, 2023
ბოლო ვადა 10 იანვარი, 2024

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად, როგორც აკადემიური,  ასევე პროფესიული ნიშნით ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ტექნოლოგიების მიმართულებით:
 

საკონკურსო ვაკანსიები:

მიმართულება - კომპიუტერული ქსელები და უსაფრთხოება (თანამედროვე ქსელური ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება):

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი-2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია;

მიმართულება - პროგრამირება (დაპროგრამების ენა: Python, C++, C#, Python-ზე პროგრამირება ბიზნეს ანალიტიკოსისთვის, თამაშების დეველოპმენტი, მობილური აპლიკაციების აგება, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია ):

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია;

მიმართულება - ხელოვნური ინტელექტი (ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, ღრმა სწავლება, კოპიუტერული ლოგიკა ):

  • პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 5 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 4 ვაკანსია;

მიმართულება - ციფრული ხელოვნება ( UI/UX დიზაინი,  მომხმარებლის გამოცდილების კვლევა (UI/UX) ) :

  • პროფესორი-1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია;

მიმართულება - მონაცემთა ანალიტიკა (მონაცემთა ანალიტიკა, დიდი მონაცემების დამუშავება, მანქანური სწავლება, NLP (ბუნებრივი ენების დამუშავება) Power BI ):

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია;

მიმართულება - კორპორაციების ფინანსები:

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე  მოთხოვნილი (აკადემიური/ პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებთან: 

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;


ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;


ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

პროფესიული ნიშნით: 

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ ან პედაგოგიურ მოღვაწეობასთან;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

დამატებითი კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • განცხადება (კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით);
  • კონკურსანტის ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობადა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა“;
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია: კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, აუცილებელია განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);
  • ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად);
  • ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუს(ებ);
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

 
კონკურსის ეტაპები: 

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლოა ჩატარდეს ინგლისურ ენაზე/ მოიცვას საჩვენებელი ლექციის ჩატარება).

კონკურსის პირობები: 

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
  • კონკურსში შერჩეულ პირებს , სურვილის შემთხვევაში, გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება.

კონკურსანტების შერჩევის პირობები: 

  • პირველ ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 24 ნოემბრიდან;
  • აკადემიური თანამდებობების დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს: 2023 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2024 წლის 11-15 იანვარი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ინგლისური ენის ტესტი: 2024 წლის 16 იანვარი;
  • კონკურსის მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2024 წლის 17-18 იანვარი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ) ;
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2024 წლის 22 იანვარი ; 
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2024 წლის 23 იანვარი;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2024 წლის 24 იანვარი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2024 წლის 25 იანვარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი 2024 წლის  10 იანვრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის სათაურის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით)

საკონტაქტო ელ. ფოსტა: [email protected]
ტელ: 2 90 00 00 შიდა 21

ჩამოტვირთე შესავსები დოკუმენტები

Message body empty