სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 29 დეკემბერი, 2023
ბოლო ვადა 01 თებერვალი, 2024

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად, როგორც აკადემიური,  ასევე პროფესიული ნიშნით ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) 

საკონკურსო ვაკანსიები:

ბიზნეს-ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა

მიმართულება: ბიზნეს ანალიტიკა

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია  (პროფესიული ნიშნით).

მიმართულება: გადაწყვეტილებების პროცესი და დიზაინი

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით).


ფინანსური ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა

მიმართულება: ფინანსური ტექნოლოგიები

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია  (პროფესიული ნიშნით).

მიმართულება: ფინანსური აღრიცხვა და ანალიტიკა

  • სოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია  (პროფესიული ნიშნით).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე  მოთხოვნილი (აკადემიური/ პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებთან:  

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2); 
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;


ასოცირებული
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

პროფესიული ნიშნით: 

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2); 
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.
  •  შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2);
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
     

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ ან პედაგოგიურ მოღვაწეობასთან;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2);
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;


დამატებითი
კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • განცხადება (კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით);
  • კონკურსანტის ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა“;
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია:

კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, აუცილებელია განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);

  • ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად);
  • ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუს(ებ);
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
     

კონკურსის პირობები: 

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
  • კონკურსში შერჩეულ პირებს, სურვილის შემთხვევაში, გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება.

კონკურსანტების შერჩევის პირობები: 

  • პირველ ეტაპიწარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი - ინგლისური ენის ტესტი (იმ კანდიდატთათვის, რომლებიც ვერ შეძლებენ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას) ;
  • მესამე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 29 დეკემბრიდან;
  • აკადემიური თანამდებობების დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს: 2024 წლის 29 იანვრიდან 2024 წლის 11 თებერვლის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2024 წლის 12-13 თებერვალი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ინგლისური ენის ტესტი: 2024 წლის 14 თებერვალი;
  • კონკურსის მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2024 წლის 15-16 თებერვალი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2024 წლის 19 თებერვალი;
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2024 წლის 20 თებერვალი;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2024 წლის 21 თებერვალი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2024 წლის 22 თებერვალი.
  • დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი 2024 წლის 11 თებერვლის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის სათაურის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით).


საკონტაქტო
ელ. ფოსტა: [email protected]
ტელ: 2 90 00 00 შიდა 21

ჩამოტვირთე დოკუმენტაცია

Message body empty