სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემური კონკურსი საექთნო საქმის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 29 იანვარი, 2024
ბოლო ვადა 05 მარტი, 2024

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2024 წლის 29 იანვრიდან აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე საექთნო საქმის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

  • პროფესორი - 3 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი -  4 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 8 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით).

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია პრაქტიკულ მოღვაწეობათან; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.
     

პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია პრაქტიკულ მოღვაწეობათან; 
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • ინგლისურ ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; 
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;  
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; 
  • საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად  აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით (იხ. დანართი);
  • კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა (სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი აქტივობა) ;
  • შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
  • ძირითად და დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
  • ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ“.
  • ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს).
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეიძლება დადასტურდეს  ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი კრიტერიუმით
  • ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულმცირე, 3 წლის გამოცდილება
  • საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
  • ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).
  • ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის არ ქონის შემთხვევაში კანდიდატს ჩაუტარდება უნივერსიტეტის შიდა  გამოცდა ინგლისური ენაში. 

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით სეუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]  - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა. ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 – 21 (შიდა)

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის (სეუ) მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ სეუ-სთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძველად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

შენიშვნა:

  • კონკურსის შედეგების საფუძველზე შერჩეული პირების დატვირთვა მოხდება, საექთნო საქმის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
  • მეორე ეტაპი - ინგლისური ენის ტესტი/გასაუბრება (იმ კანდიდატთათვის, რომლებიც ვერ შეძლებენ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას);
  • შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად).

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 29 იანვრიდან;
  • საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2024 წლის 1 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2024 წლის 18-19 მარტი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი/ტესტირება: 2024 წლის 20 მარტი;
  • კონკურსის მესამე ეტაპი/გასაუბრება: 2024 წლის 25-26 მარტი;
  • კონკურსის პირველადი შედეგების ამოქვეყნება:  2024 წლის 27 მარტი;
  • აპელაციების/საჩივრების მიღება: 2024 წლის 28 მარტი;
  • აპელაციების/საჩივრების განხილვა:  2024 წლის 29 მარტი
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2024 წლის 01 აპრილი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.seu.edu.ge

იხილეთ დოკუმენტები

Message body empty