საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების ( ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
საკონკურსო ვაკანსიები:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.
საკონკურსო კრიტერიუმები:
1. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
1.1. აკადემიური ნიშნით:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) შესაბამისი სფეროს სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა. (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში)
ე) ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.
1.2. პროფესიული ნიშნით:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
ბ)არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) შესაბამისი სფეროს სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).
ე) ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.
2. ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
2.1. აკადემიური ნიშნით:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
გ) შესაბამისი სფეროს სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა. (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).
დ) ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.
ან
2.2. პროფესიული ნიშნით:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
დ) შესაბამისი სფეროს სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).
ე) ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.
კონკურსანტის ინგლისურ ენაზე საკომუნიკაციო კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი გზით:
ა) საერთაშორისო სერტიფიკატის – Cambridge English First (FCE), BEC Vantage, IELTS 5-6.5, TOEFL iBT 87-109, Michigan ECCE, PTE General Level 3, PTE Academic 59-75, Trinity ISE II – წარმოდგენით;
ბ) აკრედიტებულ ინგლისურენოვან პროგრამაში სასწავლო კურსის ხელმძღვანელობის ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით;
გ) კონკურსის ფარგლებში საუნივერსიტეტო გამოცდის გავლით.
დამატებითი კრიტერიუმები:
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1.განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით;
3.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5.დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
6.კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი, შესაბამისი საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი რაოდენობით).
კონკურსის ეტაპები:
კონკურსის პირობები:
კონკურსანტების შერჩევის პირობები:
ა) პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით;
ბ) მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით;
გ) შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება.
კონკურსის ვადები:
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.
საკონტაქტო ელ¬ფოსტა: [email protected] ტელ: 2 90 00 00 შიდა 21