სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი მედიცინის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 09 სექტემბერი, 2022
ბოლო ვადა 13 ოქტომბერი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) დასაკავებლად მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამაზე.

საკონკურსო ვაკანსიები: 

  • პროფესორი - 15 (კლინიკური მიმართულებით - 8, მედიკობიოლოგიური კურსების მიმართულებით - 7);
  • ასოცირებული პროფესორი - 20 (კლინიკური მიმართულებით - 10, მედიკობიოლოგიური კურსების მიმართულებით - 10);
  • ასისტენტ-პროფესორი - 25 (კლინიკური მიმართულებით - 10, მედიკობიოლოგიური კურსების მიმართულებით - 10, კლინიკური და პროფესიული უნარების მიმართულებით - 3, კვლევის მიმართულებით - 2).
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • ბოლო 9 წელი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუს(ებ)ის) წარმოდგენა;
  • საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი. (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
  • ბოლო 5 წელი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუს(ებ)ის) წარმოდგენა;
  • საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე პეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.  (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) წარმოდგენა;
  • ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება; (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე პეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

 

პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია მედიცინის სფეროში, წამყვან თანამდებობაზე პრაქტიკულ მოღვაწეობათან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე)
  • ბოლო 5  წელი კლინიკური გამოცდილება; (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე პეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი. (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • ინგლისურ ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • მოქმედი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის აქტიური სტატუსი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის აქტიური სტატუსი შესაბამისი აღიარების დოკუმენტის წარმოდგენის პირობით.
  • მოქმედი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის აქტიური სტატუსი კლინიკურ სპეციალობაში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის აქტიური სტატუსი კლინიკურ სპეციალობაში შესაბამისი აღიარების დოკუმენტის წარმოდგენის პირობით. (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე პეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი. (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • ინგლისურ ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

უცხო ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

  • შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
  • შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის / სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
  • ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად.

B2 დონის ენობრივი  კომპეტენციის  ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად  მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი:

  • Cambridge English First (FCE),
  • BEC Vantage,
  • IELTS 5-6.5,
  • TOEFL iBT 87-109,
  • Michigan ECCE,
  • PTE General Level 3,
  • PTE Academic 59-75,
  • Trinity ISE II

აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ვალდებულია კომისიის წინაშე  ჩატაროს საჩვენებელი ლექცია უცხო ენაზე ან  ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.

დამატებითი კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უცხო ენების ცოდნა;

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით;
  • კონკურსანტის ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია - კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აუცილებელია დიპლომს თან ერთვოდეს აღიარების დოკუმენტი), ცნობა პროფესიული გამოცდილების შესახებ, ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ;
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი (კლინიკური მიმართულებისთვის)
  • „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუს(ებ)ი.

კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)
  •  ტესტირება/იმიტირებული ლექცია ინგლისურ ენაში კომპეტენციის დასადასტურებლად (ჩაუტარდება იმ კონკურსანტებს რომლებიც არ წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე სწავლის/სწავლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან შესაბამისი დონის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს).
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.
     

კონკურსის პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

  • პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით;
  • მეორე ეტაპზე ­ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით;

ონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 9 სექტემბერს;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 10 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ­- საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 16-17 ნოემბერს;
  • კონკურსის მეორე ეტაპი - იმიტირებული ლექციის ჩატარება/უცხო ენაში ტესტირება ჩატარდება 18 ნოემბერს;
  • კონკურსის მესამე ეტაპი -­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 21-25 ნოემბერს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
  • კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 28 ნოემბერს;
  • სააპელაციო განაცხადები მიიღება 29 ნოემბერს;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 30 ნოემბერს;
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 1 დეკემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით).

საკონტაქტო ელ¬ფოსტა: [email protected] | ტელ: 2 90 00 00 შიდა 21

აკადემიური კონკურსი - განცხადების ფორმასაკონკურსო ანკეტა

Message body empty