სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საქართველოს ბანკის ტრანზაქციების ცენტრი - ანგარიშსწორების ოფიცერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 25 ივლისი, 2023
ბოლო ვადა 01 აგვისტო, 2023

სს „საქართველოს ბანკის“ ტრანზაქციების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ანგარიშსწორების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის სამსახურის კლიენტებთან და კონტრაგენტებთან ურთიერთობა ტრანზაქციების ჭრილში;
  • საერთაშორისო და ლოკალური ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე დადებული გარიგებების ინსტრუქციების მიღება, ოპერაციის დამუშავება და მომხმარებლებზე შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა;
  • ხაზინის დეპარტამენტის მიერ დადებული სახაზინო ოპერაციების ანგარიშსწორება და შეტყობინებების გაგზავნა;
  • სავალდებულო და არასავალდებულო კორპორატიული ქმედებების მართვა;
  • ფულადი სახსრების ნაშთების კონტროლი და რეკონსილაცია;
  • ბანკის მომხმარებლების დავალების მიღება ლოკალურ სავალო ფასიანი ქაღალდის შეძენაზე, გარიგების ბლუმბერგის სისტემაში შეყვანა;
  • Net Asset Value (NAV) დათვლა, მანდატების კონტროლი ეროვნულის მიერ დადგენილი კანონმდებლობით, ან საინვესტიციო დოკუმენტის მიხედვით;
  • ფასიანი ქაღალდების მეთოდოლოგიის შემუშავება, შეფასება და კალკულაცია.

განათლება:

  • სასურველია უმაღლესი: ბაკალავრის ხარისხი (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე)

სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში საოპერაციო მიმართულებით

უცხო ენა:

  • ინგლისური-ძალიან კარგად;
  • რუსული- კარგად;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • კარგად განვითარებული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • აზრის ნათლად და არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი;
  • გუნდურობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • სისწრაფე;
  • ორგანიზებულობა;
  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;

კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Outlook, MS Power Point, MS Word;

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 1 აგვისტო , 2023.

გამოაგზავნეთ განაცხადი: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/job/120693/-

Message body empty