სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფორსეტის შეთავაზება სტუდენტებს

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 30 ივლისი, 2023
ბოლო ვადა 14 აგვისტო, 2023

ფორსეტი, Zinc Network-თან პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით, გიწვევს პროგრამაზე “დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკი”. პროექტის მიზანი მედიასა და აკადემიაში დეზინფორმაციის კვლევისა და გაშუქების ინოვაციური მეთოდების დანერგვაა.

ბანაკის განმავლობაში, დეზინფორმაციის წამყვანი მკვლევრები და ტექ ხელსაწყოებზე მომუშავე გამოცდილი სპეციალისტები უშუალოდ იქნებიან ჩართულნი როგორც მონაწილეებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიწოდებაში, ისე - ნაშრომების შექმნის პროცესშიც, მენტორობის სახით.

  • პროგრამის ვადები: 4 სექტემბერი - 17 ნოემბერი
  • ჰონორარი: 870 ლარი
  • საგრანტო ფონდი გამარჯვებული ნაშრომებისთვის: 6000 ლარი

დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ხელსაწყოების შესახებ: 

  • უკანასკნელ წლებში, ქართული ტექნოლოგიური ქომიუნითის მიერ დეზინფორმაციის კვლევის, გამოძიებისა და გაშუქების არაერთი ინოვაციური ხელსაწყო შეიქმნა, რომლის მხარდამჭერი USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამა იყო. ამ ხელსაწყოებს უკვე წარმატებით იყენებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, ბანაკის მონაწილეები კი სამი.

მათგანის გამოყენებას შეძლებენ ნაშრომებზე მუშაობის პროცესში: 

  • MediaSpeech - ხელსაწყო ვიდეო ან აუდიო კონტენტის ქართულ ენაზე ტრანსკრიფციას უზრუნველყოფს. მისი სიზუსტე Google-ის ანალოგიური ხელსაწყოს სიზუსტეს 10-ჯერ აღემატება.
  • Datavision - პროგრამა საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს აგროვებს ისეთი ღია წყაროებიდან, როგორებიცაა ბიზნესის რეესტრი, საკადასტრო რუკა, ტენდერები და სხვა.
  • IBEX - ხელსაწყო მანქანური დასწავლის საფუძველზე აანალიზებს სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციას ონლაინ სივრცეში და ქმნის გრაფიკულ ვიზუალიზაციას.

ბანაკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია ამ ბმულზე გაეცნო: https://www.forset.ge/post/bootcamp

9 აგვისტოს 14:00-ზე ან 14 აგვისტოს 19:00-ზე დაესწარი ინფო სესიას, რათა მეტი შეიტყო ბანაკის შესახებ, მიიღო პრაქტიკული რჩევები და დასვა კითხვები.

 

Message body empty