სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ევექსი აცხადებს შერჩევას ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 08 სექტემბერი, 2023
ბოლო ვადა 29 სექტემბერი, 2023

ევექსი აცხადებს შერჩევას ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერიპოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, ვაჟა-ფშაველას 40

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი,  5 სამუშაო დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინფრასტრუქტურული პროექტების სრული პროცესის მართვა;
  • სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე;
  • მშენებლობის/სარემონტო სამუშაოების ჩატარების გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შედგენა;
  • ხარჯთაღრიცხვისა და საჭირო რესურსების (ადამიანური, სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების, დანადგარები) განსაზღვრა;
  • პასუხისმგებელ კონტრაქტორებთან და ქვე-კონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება და მათ მიერ გაწეული სამუშაოს კონტროლი;
  • დამკვეთთან და კონტრაქტორებთან რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაზიარება
  • დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდრული გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების/სირთულეების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;
  • სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების პროექტის ჩაბარება, სამშენებლო მასალების ჩამოწერა და შესრულებული სამუშაოს შესახებ, რეპორტის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური, არქიტექტურის ან სამშენებლო მიმართულებით;
  • აუცილებელია სამშენებლო პროექტების მართვის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
  • სავალდებულოა სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;


საჭირო უნარ-ჩვევები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  24 სექტემბერი, 2023 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:

https://evexclinics.ge/ka/vacancy/infrastruqturuli-proeqtebis-menejeri/543

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Message body empty