სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

თიბისი ფეი ეძებს "ინკასაციის პროცესისა და ტერმინალების მონიტორინგის მენეჯერს"

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 15 სექტემბერი, 2023
ბოლო ვადა 29 სექტემბერი, 2023

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი 

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობა 24 საათი

სამუშაო მოვალეობები:

  • სწრაფი გადახდის ტერმინალების და ინკასაციის ჯგუფების მუშაობის მონიტორინგი კომპანიაში მოქმედი პროცედურების და ინსტრუქციების შესაბამისად.
  • ინკასაციის ჯგუფების მიერ ინკასაციის პროცედურის დაცვის მონიტორინგი;
  • მონიტორინგის ჯგუფის უფროსის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ინკასაციის ან ტერმინალების მონიტორინგთან;

საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • MS office ცოდნა სამუშაო დონეზე
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გადმოგზავნოთ ელ-ფოსტაზე [email protected]  და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „„ინკასაციის პროცესისა და ტერმინალების მონიტორინგის მენეჯერი"“

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს „თიბისი ფეი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: [email protected] 

Message body empty