სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

"თიბისი ფეი" შესყიდვების გუნდისთვის ეძებს შესყიდვების სპეციალისტს

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 15 სექტემბერი, 2023
ბოლო ვადა 29 სექტემბერი, 2023

ამ პოზიციის ძირითადი მოვალეობებია:

  • საქონლის/მომსახურების საჭიროების წინასწარი კვლევა და იდენტიფიცირება შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვის მიზნით;
  • შესყიდვების წლიური გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, გეგმის პერიოდული რევიზია და საჭიროების შემთხვევებში შესაბამისი კორექტირებების შეტანა;
  • საუკეთესო მომწოდებლების შერჩევა და სხვადასხვა კატეგორიის საქონლის/მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფა და კონტროლი შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება/შენახვა, მათ შორის ელექტრონული ვერსიების;
  • არსებული საქონლის/მომსახურების უკეთესი ალტერნატივების ძიება და ბაზრის კვლევა.
  • არსებულ და ახალ მომწოდებლებთან ურთიერთობა - მოლაპარაკების წარმოება, საუკეთესო პირობების მიღების მიზნით;
  • სატენდერო პირობების ჩამოყალიბება შესყიდვასთან დაკავშირებულ დეპარტამენტებთან, ტენდერის გამოცხადება, ტენდერის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან შესყიდვების და ლოჯისტიკური სრული ციკლის დაგეგმვა და უზრუნველყოფა.
  • Online საიტებიდან შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი.


ამ პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;


პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პრეზენტაციის, ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: სრული:

  • სამუშაო დღეები - ორშაბათი-პარასკევი
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
  • დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გადმოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შესყიდვების მენეჯერი".
  • შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: [email protected].

Message body empty