სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სი ემ იქს სოლუშენსი - მომხმარებელთა მომსახურების-ტექნიკური მხარდაჭერი (გერმანულენოვანი)

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 28 სექტემბერი, 2023
ბოლო ვადა 31 ოქტომბერი, 2023

გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენსი" 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.

ამჟამად თბილისის გუნდში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მომხმარებელთა მომსახურების-ტექნიკური მხარდაჭერის გერმანულენოვანი სპეციალისტის პოზიციაზე სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;

  • მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;
  • ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • გერმანული ენის ცოდნა, მინიმალური ცოდნის დონე C1.
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები
  • ტექნიკის და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
  • სისხარტე, ოპერატიულობა;
  • სიზუსტე, აკურატულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ საწყისს ანაზღაურებას 2400-3000 ლარის ოდენობით, გამოცდილების გათვალისწინებით გარანტირებულ ხელფასის მატებას ყოველ ექვს თვეში.
  • გარანტირებული ბონუსი - პირველი 6 თვის განმავლობაში მინიმუმ 250 ლარის ოდენობით, ხოლო გეგმის შესრულების შემთხვევაში 380 ლარის ოდენობით 
  • რეკომენდაციის ბონუსს 500 ლარის ოდენობით, თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე;
  • მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
  • დისტანციურად მუშაობის საშუალებას;
  • ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში (საქართველო), თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV გერმანულ, ინგლისურ, ან ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე[email protected]

აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს "სიემიქს სოლუშენსმა" რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს "სიემიქს სოლუშენს" ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.

Message body empty