სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საქართველოს ბანკი - გაყიდვების კონსულტანტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 15 ოქტომბერი, 2023
ბოლო ვადა 31 ოქტომბერი, 2023

„საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:

  • ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
  • გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;
  • ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.


გთავაზობთ:

  • სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
  • 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს - სტანდარტული ან Express სერვისცენტრში;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.


დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:
https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/gaqidvebis-konsultanti-tbilisi-tbilisi-NV6O4c

Message body empty