სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

თიბისი ბანკი - მომსახურების მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 16 ოქტომბერი, 2023
ბოლო ვადა 31 ოქტომბერი, 2023

თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე 

  • თბილისი, საქართველო
  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა: თბილისის ფილიალები/სერვის ცენტრები
  • გამოცდილების დონე: არ არის განსაზღვრული
  • ცენტრი: ფილიალი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელს გაუწევ მაღალხარისხიან საოპერაციო და სალარო მომსახურებას;
  • უზრუნველყოფ მომხმარებლებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებისა და ოპერაციებთან დაკავშირებულ კონსულტაციას და შეთავაზებებს;
  • მომხმარებელს გადაამისამართებ საჭიროების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
  • კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად.
  • მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობისას, გექნება პოზიციურად დაწინაურების შესაძლებლობა;
  • დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე შენთვის საინტერესო ტრენინგზე და განავითარო ახალი უნარები ნებისმიერი სფეროს მიმართულებით.

ადგილი, სადაც იმუშავებ:

განახლებული კონცეფციის და თანამედროვე დიზაინის მქონე ფილიალებში/სერვის ცენტრებში.


კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული;
  • სასურველია გქონდეს გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია დამატებით ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;
  • გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.

დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს: https://jobs.smartrecruiters.com/TBCBANK/743999934688843-- 

Message body empty