სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

EDU.ARIS.GE აცხადებს ჟურნალისტის ვაკანსიას

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 24 ოქტომბერი, 2023
ბოლო ვადა 15 ნოემბერი, 2023

გინდა სწავლის პარალელურად გქონდეს შენი შემოსავალი?

საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს ჟურნალისტის ვაკანსიას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისათვის და ეძებს კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

საქმიანობის აღწერა:

ბეჭდური მასალების მომზადება განათლებისა და მის მონათესავე (რედაქტორის დავალებით) თემატიკაზე. მასალის ტიპი - სტატია, ნიუსი, რეპორტაჟი, ინტერვიუ. 


აუცილებელი მოთხოვნები:

მაძიებელს უნდა შეეძლოს გასვლით ღონისძიებებში (ანონსი/ბრიფინგი/სხვა) მონაწილეობა, რაც გულისხმობს ნიუსის ადგილიდან მოწოდებას წერილობით ან კარნახით.

მაძიებელს უნდა შეეძლოს, წარმოადგინოს მის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწერილი ორი-სამი მასალის - სტატიების, რეპორტაჟების, ბლოგებისა ან ვრცელი ნიუსების ინტერნეტ-ბმულები ან ფაილები.

სამუშაო დრო:  სწავლასთან შეთავსებით, შეთანხმებული გრაფიკით

ანაზღაურება:  თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია მაძიებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგებსა და ხარისხზე, ასევე, სამუშაო გრაფიკზე.

მოგვწერეთ სასურველი ანაზღაურება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ნოემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით და 2 სტატიის, რეპორტაჟის, ბლოგის ან ვრცელი ნიუსის ინტერნეტ-ბმულები ან ფაილები შემდეგ მისამართზე: [email protected]

გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე მასალების გარეშე არ განიხილება.

შემოუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!

Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს : edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 500 000-ზე  მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-230 000-ზე მეტი გამომწერი).

ჩვენ წლების (2014-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.

Message body empty