სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

დაიწყე კარიერა თეგეტა მოტორსში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 31 ოქტომბერი, 2023
ბოლო ვადა 30 ნოემბერი, 2023

თეგეტა გუნდის ახალ წევრებს ეძებს.

თეგეტა მოტორსი არის უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 27 წელია ზრუნავს სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი პროფესიონალთა გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

თეგეტა ეძებს გუნდის ახალ წევრს:

  • რომელიც არის სტუდენტი, ან ბაკალავრი
  • შეუძლია ანალიტიკური აზროვნება
  • აქვს არგუმენტაციის კარგი უნარი
  • ეხერხება საქმის ორგანიზება და გეგმის შედგენა
  • არის დეტალებზე ორიენტირებული
  • კარგად უძღვება პრეზენტაციას
  • აქვს ადაპტაციის კარგი უნარი


რას
მოიცავს პროგრამა:

პროექტი დაიწყე კარიერა თეგეტაში სამუშაოს მაძიებლებს თეგეტა აკადემიასთან ერთად დასაქმების უნიკალურ შანსს სთავაზობს. პროექტის ფარგლებში, სრულიად უსასყიდლოდ, დაეუფლებით ახალ პროფესიას და მოგეცემათ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში დასაქმების შანსი ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის მაგალითად, გაყიდვების კონსულტანტი, სექტორის მენეჯერი, სერვისის აღრიცხვის ოპერატორი და სხვა.

  • პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეგიძლია სამუშაო გამოცდილების გარეშე;
  • გუნდში ვეძებთ 30 ახალ წევრს;


შერჩევის
ეტაპები:

  • ტესტირება
  • გასაუბრება
  • საბოლოო შეხვედრა და გადაწყვეტილების მიღება

სასწავლო პროცესის აღწერა:

ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ სასწავლო კურსს 1 თვის ან 2 თვის განმავლობაში სრული ან ნახევარი განაკვეთის შესაბამისად, რომლის განმავლობაშიც შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია თეგეტა მოტორსის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. სწავლება იქნება სრულად დაფინანსებული კომპანიის მხრიდან, აკადემიის დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას (1500, 1000, 800 ლარის ოდენობით, არასაპრიზო ადგილზე გასულები 500 ლარის ოდენობით). სწავლის დასრულების შემდეგ  დაიწყებენ ანაზღაურებად სტაჟირებას კომპანიაში და შემდგომ ვთავაზობთ დასაქმებას და კარიერული განვითარების პერსპექტივას, მათი დასაქმება საწყის ეტაპზე მოხდება ფრონტის მიმართულებით არსებულ ვაკანსიებზე, რათა უკეთ გაეცნონ კომპანიის სპეციფიკას: მოლარე-ოპერატორი, გაყიდვების კონსულტანტი, პერსონალური მენეჯერი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი, მითერი, სერვისის რეგისტრაციის ოპერატორი, სერვისის აღრიცხვის ოპერატორი, სექტორის მენეჯერი და .. სწავლება მოხდება როგორც სრულ ისევე ნახევარ განაკვეთზე, სტუდენტების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება ჯგუფიც.

სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისში და სრულად დაფინანსდება თეგეტა მოტორსის მიერ.

გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე:  [email protected] ან გადადით ბმულზე: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=346 

Message body empty