სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - იურისტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 30 ნოემბერი, 2023
ბოლო ვადა 08 დეკემბერი, 2023

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის იურისტი.

გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამოცხადებულია კონკურსი არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის იურისტის პოზიციაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

თანამდებობრივი სარგო: 1936 ლარი

ფუნქციები:

  • მიმდინარე სტატუსის მქონე ორ საინვესტიციო დავაზე სახელმწიფო წარმომადგენლობის კოორდინაციაში მონაწილეობა და აღნიშნულ საქმეებზე:
  • ქართული სამართლით გათვალისწინებული საკითხების კვლევა-დამუშავება;
  • სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაცია, დოკუმენტაციის მოძიება და მოპოვებული მასალების მომზადება საარბიტრაჟო პროცესში მტკიცებულების სახით გამოყენების მიზნით;
  • მოწმეებთან და ექსპერტებთან კომუნიკაცია.
  • ქართული მხარის სასარგებლოდ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების სხვადასხვა იურისდიქციაში აღსრულების პროცედურებში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა მიმდინარე დავალების შესრულება დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებით.

მოთხოვნები:

  • კერძო სამართლის სფეროში იურისტად მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • საერთაშორისო კომერციული ან საინვესტიციო არბიტრაჟის დარგობრივი ცოდნა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • გუნდური მუშაობა;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.

დეტალური ინფორმაციიის სანახავად გადადით ბმულზე 

Message body empty