სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

დრესარიუმი - ბრენდ მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 11 დეკემბერი, 2023
ბოლო ვადა 29 დეკემბერი, 2023

Dressarium/დრესარიუმი“  წარმოადგენს მულტიბრენდულ კომპანიას, რომელიც 2018 წლიდან ვითარდება და  მომხმარებლებს სთავაზობს  პრემიალური ხარისხის ბრენდების კოლექციას, როგორიც არის: Karl Lagerfeld, Marc O’Polo, Lancaster, Hackett, Lion of Porches, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Lascana. 

დრესარიუმის მთავარი მიზანია: ბაზარზე პოზიციონირებდეს, როგორც, პრემიალური ბრენდების პარტნიორი და იმპორტიორი კომპანია; განავითაროს პორტფელი და ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდების კოლექცია. 

ვაცხადებთ ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ლისი პანორამა #6 (112-ის შენობასთან)

გრაფიკი: 10:00-18:00 (1 სთ შესვენება) შაბათ-კვირას დასვენება.

ანაზღაურება: მინიმალური 2000 NET (კვალიფიკაციიდან გამომდინარე) 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება (აქციები);
  • ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
  • ბრენდების დანერგვა/განვითარება;
  • გაყიდვების და მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია და საერთო სტრატეგიის შემუშავება;
  • ახალი კოლექციის შესყიდვის დაგეგმვა და შესყიდვის განხორციელება;
  • კოლექციის შესყიდვის ბიუჯეტის განსაზღვრა ყოველი მომდევნო სეზონისთვის;
  • პროდუქციის ღირებულების და მარჟის განსაზღვრა;
  • ბაზრის და მომხმარებლის კვლევა, კონკურენტი ბრენდების აქტივობების მონიტორინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • თანამედროვე ბრენდების და მოდის ტენდენციების ცოდნა, გემოვნება და სტილის გრძნობა;
  • ინგლისური C1, რუსული სასაუბრო დონეზე.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MUST – EXCEL)

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • კოლეგიალურობა და პრეზენტაბელურობა
  • დროის მენეჯმენტი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის და მისი მოკლე ვადაში გადაჭრის უნარი;

თუ მზად ხართ სწრაფი განვითარებისთვის და გაქვთ სურვილი განავითაროთ ხარისხიანი ბრენდები ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება -  ბრენდ მენეჯერი: [email protected]

Message body empty