სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გასტრონომი - კონსულტანტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 18 დეკემბერი, 2023
ბოლო ვადა 25 დეკემბერი, 2023

GASTRONOME GROUP-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://gastronome.ge/

Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo

Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/

GASTRONOME -ის  გუნდში ვეძებთ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართავა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა,  განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (ვოლტი)
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი და ეფექტური გაყიდვების წარმართვა
  • გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებზე და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

  • სასურველია, სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში;
  • სასურველია, ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
  • გამართული მეტყველება.

ფილიალების ადგილმდებარეობა:

  • აბაშიძის ქუჩა, ვაკე;
  • ჭავჭავაძის ქუჩა, ვაკე;
  • ამაღლების ქუჩა, სოლოლაკი;
  • ბელიაშვილის ქუჩა, დიღომი;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი, საბურთალო;
  • ნეკერჩხლის ქუჩა, ლისი.

საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი (3 თვის შემდეგ საბონუსე სქემაში ჩართვა)

სტაჟირება: 1 კვირა ( ანაზღაურებადი)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)

დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე

ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით სწავლება და განვითარება: კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების სწავლასა და განვითარებაზე. შესაბამისად, მათ მუდმივად უტარდებათ ტრენინგები, როგორც მომსახურების და გაყიდვების მიმართულებით, ასევე პროდუქციის მიმართულებით. 

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 დეკემბრამდე, შემდეგ მისამართზე: [email protected].

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Message body empty