სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

„გრინვეი“ კორპორატიული გაყიდვების და სერვისის განვითარების ასისტენტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 15 თებერვალი, 2024
ბოლო ვადა 29 თებერვალი, 2024

კომპანია გრინვეი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების და სერვისის განვითარების ასისტენტი პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და შეთავაზებების მომზადება;
  • კორპორატიული კლიენტების საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
  • კორპორატიულ კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ადმინისტრირება, ვადების და პირობების კონტროლი. ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შემთხვევაში დროულად რეაგირება კონტრაქტების გაგრძელების უზრუნველსაყოფად;
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან აქტიური კოორდინაცია სამუშაო პროცესში შექმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემატური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის დაუყოვნებლივ;
  • ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
  • ორგანიზაციის შიდა პორტალზე მონაცემების გადამოწმება და კონტროლი;
  • დოკუმენტაციის მოწესრიგება, აღრიცხვა და სისწორის კონტროლი;
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
  • მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია, უმაღლესი განათლება გაყიდვების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • გამოცდილების გარეშე;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებუsლობა;
  • ლოგიკურად აზროვნების უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 29 თებერვლამდე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - კორპორატიული გაყიდვების და სერვისის განვითარების ასისტენტი.a

Message body empty