სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

GAIA Community Officer

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 01 მარტი, 2024
ბოლო ვადა 29 მარტი, 2024

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალებისა და ენთუზიასტების არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დაფუძნდა.

GAIA- მისიაა დააჩქაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარება საზოგადოებისა და ბიზნესის მიერ AI-ის საუკეთესოდ გამოყენების ხელშეწყობით. ასოციაცია მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შესახებ განათლების გავრცელებაზე და მხარს უჭერს აკადემიურ, კერძო და საჯარო სექტორებს AI ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში.

ასოციაციის წევრები არიან მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის წამყვანი პროფესიონალები, სტარტაპების და ბიზნესების წარმომადგენლები, სტუდენტები და ხელოვნური ინტელექტითა და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები. 1 თვეში ასოციაციაში 180-ზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა და ეს რიცხვი ყოველდღე იზრდება.

ახლა GAIA-ში ვეძებთ ენთუზიასტ, აქტიურ სტუდენტს, რომელიც ჩვენს გუნდს ქომუნითი ოფიცერის როლში შემოუერთდება

როგორც ქომუნითი ოფიცერი, შენ მნიშვნელოვან როლს შეასრულებ, რომ ქართული AI ქომუნითის მაქსიმალურად აქტიური, ხოლო ასოციაციის წევრობა ნამდვილად ღირებული იყოს.


ქომუნითი
ოფიცრის ძირითადი მოვალეობებია:

  • GAIA- Discord სერვერისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მართვა წევრებს შორის დისკუსიებისა და ჩართულობის წასახალისებლად;
  • სრული წევრებისა და ასოცირებული წევრებისთვის მომზადებული საინფორმაციო დაიჯესტების, ნიუსლეთერების და სხვა ექსკლუზიური კონტენტის გაგზავნა;
  • ასოციაციის წევრების ბაზების მართვა;
  • ახალი წევრის ონბორდინგის პროცესში დახმარება;
  • სრულ და ასოცირებულ წევრებთან აქტიური კომუნიკაციის შენარჩუნება;
  • პოტენციური წევრებისთვის კონსულტაციების ჩატარება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება GAIA-ში გაწევრიანების სარგებლის შესახებ;
  • წევრების საჭიროებების კვლევა, უკუკავშირის შეგროვება და გამოკითხვის შედეგების ანალიზი ჩვენი შეთავაზებების მუდმივი გასაუმჯობესებლად;
  • ასოციაციის არხებში ჩართულობის და კომუნიკაციის წახალისება შესაბამისი წევრების დაკავშირებით და Sense of Community-ის წახალისებით;
  • ასოციაციის განვითარების ხედვის ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობა.


რატომ
უნდა შემოუერთდე GAIA-

GAIA-ში ქომუნითი ოფიცრად შემოერთების შემთხვევაში, გექნებათ შესაძლებლობა:

  • მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ქომუნითი მენეჯმენტში, კომუნიკაციაში და წევრების ჩართულობაში დინამიურ და სწრაფად მზარდ ორგანიზაციაში, რომელიც მნიშვნელოვანი მიზანს ემსახურება - AI- განვითარებას საქართველოში;
  • გაიცნო ახალი ადამიანები და გაზარდო შენი ნეთვორქი, მათ შორის დაუკავშირდე წამყვან AI პროფესიონალებს, სტარტაპებს, კომპანიებსა და ბიზნესმენებს;
  • ამ ადამიანებისგან მიიღო საინტერესო ცოდნა და გამოცდილება, კონტაქტები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
  • იმუშაო პროფესიონალების და ენთუზიასტების გუნდთან, რომლებსაც შენსავით აინტერესებს AI;
  • შეიტანო შენი წვლილი საქართველოში AI-ის განვითარებაში.

რა უნდა გქონდეს?

  • დიდი ინტერესი AI-ის, მისი ტრენდების, სიახლეებისა და განვითარების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი გრძნობა - თუ ამბობ, რომ გააკეთებ, გენდობით ;
  • სხვადასხვა პლატფორმებზე მუშაობის უნარი (Google Spreadsheet, Forms, Discord, etc)
  • კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარები, განსაკუთრებით კი წერილობითი კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანია;
  • ინგლისურის ძალიან კარგი დონე;
  • ონლაინ ქომუნითი მენეჯმენტის უნარი ან შესაბამისი გამოცდილება დიდი პლუსი იქნება.


ეს
არის არაანაზღაურებადი მოხალისეობის შესაძლებლობა, მაგრამ გამოცდილება და უნარები, რომლებსაც მიიღებთ, ძალიან საინტერესო და საჭიროა. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და სწავლობ კომუნიკაციების, ბიზნესის, მარკეტინგის ან დაკავშირებული მიმართულებით და გინდა საინტერესო, ღირებულ და შედეგიან საქმეში მონაწილეობა, შემოგვიერთდი!

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და ძალიან მოკლე სამოტივაციო მიმართვა (სულ 4-5 წინადადება) [email protected]-ზე

Message body empty