სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საქართველოს ბანკი - დიჯიტალ სერვისების ოფიცერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 22 მარტი, 2024
ბოლო ვადა 30 მარტი, 2024

„საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დიჯიტალ სერვისების ოფიცრის პოზიციაზე .

ადგილმდებარეობა: თბილისი

ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:

  • ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
  • გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;
  • ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.

 
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:

  • გაეცნო საქართველოს ბანკის პროცესებსა და პროდუქტებს;
  • შეხვდე, დაეხმარო და კონსულტაცია გაუწიო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს დისტანციური არხებით ოპერაციების შესრულებაში;
  • გააცნო და შესთავაზო მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტები და ამ პროდუქტების დისტანციური არხებით გააქტიურება და გამოყენება;
  • უზრუნველყო მომხმარებელთა რიგების მართვისა და გადამისამართების პროცესი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს ხელზე ასაღებ 500 ლარს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
  • 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს - სტანდარტული ან Express სერვისცენტრში;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
  • განვითარების შესაძლებლობას: 3-დან 6 თვემდე პერიოდში გექნება შესაძლებლობა დაწინაურდე, როგორც ფილიალის სხვა პოზიციებზე - ასევე შენი უნარების შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით ბანკის სხვადასხვა მიმართულებით


დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს:
https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/dijital-servisebis-opiceri-tbilisi-tbilisi-NV6O4c 

Message body empty