სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Your Point - გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 03 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 30 აპრილი, 2024

ტურისტული კომპანია “Your Point” აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.

Your Point დაფუძნდა ტურიზმისა და მოგზაურობის მოყვარულ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანთა ერთობლიობით. ჩვენი მიზანია კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული სერვისის მიწოდება როგორც  გამყვანი აგრეთვე შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით. 

Your Point ეძებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ადამიანებს და ქმნის გუნდს სტაბილური და ერთობლივი განვითარებისთვის. ჩვენთან თქვენ მიიღებთ მუდმივი სწავლის, განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 (ორშაბათი-პარასკევი); 11:00 – 15:00 (შაბათი)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ბესიკის ქ. N4 (ბიზნეს ცენტრი ბესიკი), 2024 წლის ზაფხულიდან სიმონ ჩიქოვანის N4ა.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + გაყიდვებიდან გამომუშავებული ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სრული/არასრული;
  • სამუშაო გამოცდილება მომსახურება/გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული სერვისების/ტურების შესწავლა;
  • ტურისტული პროდუქტების შედგენა, რეზერვაცია და რეალიზაცია;
  • კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • ტურისტული პაკეტების/სერვისებისა და სიახლეების სოციალურ ქსელებში განთავსება პასუხისმგებელ პირთან ერთად;
  • სტატისტიკის წარმოება და ანალიზი;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • დაგეგმარების უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა.
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  •  კომუნიკაბელურობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

Message body empty