სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC - ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 03 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 30 აპრილი, 2024

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA" და სხვა.

კომპანიის მთავარ აქტივს წარმოადგენს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუდმივად მზადაა მასშტაბური გამოწვევებისთვის, ინოვაციებისთვის და განვითარებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდი მუდმივად კომპლექტდებოდეს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ახალი რესურსით - ადამიანებით, რომლებსაც ჩვენს გუნდში მოხვედრით ექნებათ უდიდესი შესაძლებლობები ჩამოყალიბდნენ კიდევ უფრო მაღალი დონის პროფესიონალებად.


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: 
https://cutt.ly/hllgHgN

კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტის პოზიციაზე კიკეთში (სამუშაო ადგილი "კიკეთის ფერმა").

რას გთავაზობთ?

  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
  • შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს;
  • სიცოცხლის დაზღვევას; Fitpass-ს;
  • სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (9:00 - 18:00 სთ);
  • სამუშაო ადგილი: კიკეთი ("კიკეთის ფერმა");
  • კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას ბაგებიდან;
  • ანაზღაურებაზე კომუნიკაცია მოხდება პირისპირ გასაუბრებამდე - პირველივე სატელეფონო კომუნიკაციისას;
  • თბილისში მაცხოვრებელთათვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მოხდება დელისის მეტროდან.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური ფინანსური აღრიცხვის განხორციელება (ბუღალტრული გატარებების წარმოება/სისწორის კონტროლი);
  • საბუღალტრო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა, აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • სალაროს და საბანკო გატარებების წარმოება/კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების კონტროლი;
  • ყოველდღიურ გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა;
  • ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამული ასახვა;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
  • ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება, რაც არ სცდება მოქმედ კანონმდებლობასა და კომპანიის შიდა სამართლებრივ თუ ეთიკურ სტანდარტებს.

მოთხოვნები, მოლოდინები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
  • რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • სასურველია ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება.


მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Message body empty