სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტერაბანკი - სადღეღამისო ოპერატორი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 05 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 15 აპრილი, 2024

ტერაბანკი 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.terabank.ge    

თუ გსურს დაიწყო კარიერა და განვითარდე ტერაბანკში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. 

ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობას, ისწავლო, განვითარდე და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად. აქ შენ თავს იგრძნობ დაცულად და დაგხვდება მშვიდი და მეგობრული გარემო.

ჩვენ განვიხილავთ როგორც გამოცდილ, ასევე გამოუცდელ კანდიდატებს. პირველ ეტაპზე გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას და სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ, შენ დასაქმდები სადღეღამისო ოპერატორის პოზიციაზე.

მოდი ჩვენთან, თუ:

  • გსურს მიიღო საუკეთესო გამოცდილება პროფესიონალ გუნდთან ერთად
  • გაქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი 
  • გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის დახმარების გაწევა

სამუშაო განრიგი და პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისის 24 საათიანი რეჟიმით მომუშავე ღუდუშაურის ან ბილტმორის სერვისდესქი;
  • სამუშაო განრიგი: დღისა და ღამის ცვლები სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.

ანაზღაურება: 

  • სტაჟირების პერიოდში: დარიცხული 312.5 ლარიდან - 625 ლარამდე (გამოცდილების შესაბამისად);
  • დასაქმების შემთხვევაში: ხელფასი - დარიცხული 875 ლარიდან - 1,200 ლარამდე  (გამოცდილების შესაბამისად) + ყოველ გათენებულ ღამეზე დამატებითი ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ექსკლუზიური პირობები ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე.

შენი ფუნქციები იქნება:

  • მომხმარებლისთვის საოპერაციო და სალარო მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლის კონსულტირება საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ და მასზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება.

დაგეგმე კარიერა გრძელვადიანად, გახდი ტერაბანკელი და ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით!

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოაგზავნე რეზიუმე მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: სადღეღამისო ოპერატორი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

ჩვენ მზად ვართ შენთან შესახვედრად!

Message body empty