სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტერაბანკი - ტერაბანკი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 05 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 15 აპრილი, 2024

ტერაბანკი 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.terabank.ge   

თუ გსურს დაიწყო კარიერა და განვითარდე ტერაბანკში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. 

ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობას, ისწავლო, განვითარდე და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად. აქ შენ თავს იგრძნობ დაცულად და დაგხვდება მშვიდი და მეგობრული გარემო.

პირველ ეტაპზე გთავაზობთ სტაჟირებას, რომლის დასრულების შემდეგ, შენ დასაქმდები სერვის კოორდინატორის პოზიციაზე. 

მოდი ჩვენთან, თუ:

  • გსურს მიიღო საუკეთესო გამოცდილება პროფესიონალ გუნდთან ერთად
  • გაქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი 
  • გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის დახმარების გაწევა

შენი მოვალეობები იქნება:

  • რიგის კონტროლი და კლიენტის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება
  • მომხმარებლის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა
  • მომხმარებლისთვის სწრაფი გადახდის  აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება/დახმარების გაწევა

სამუშაო განრიგი და პირობები:

  • სრული განაკვეთი
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 18:00 სთ. 
  • შაბათს - 10:00 -14:00 სთ.

ანაზღაურება: დარიცხული 625 ლარი 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ექსკლუზიური პირობები ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე

გახდი ტერაბანკელი და ერთად ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით!

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე [email protected]  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება სერვის კოორდინატორი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილის ჩათვლით

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!

Message body empty