სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ევექსი - ბუღალტრის ასისტენტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 12 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 21 აპრილი, 2024

“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/ 

Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/ 

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

“ევექსი” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ვაჟა ფშაველას #40 

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე 

ძირითადი მოვალეობები:

  • საბანკო ნაშთის ყოველდღიური კონტროლი;
  • ავტომატური გადახდების აქტუალობის შემოწმება, ახალი გადახდების ჩამატება/გამოკლება;
  • სესხების კონტროლი - პროცენტის დარიცხვა და ნაშთების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში, გადახდის გრაფიკის განახლება, სასესხო ხელშეკრულებების/დოკუმენტაციის აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • საბუღალტრო პროგრამიდან გადარიცხვების განხორციელება ინტერნეტ ბანკში გადატანის გზით და ლიმიტის ფარგლებში გადარიცხვების დადასტურება;
  • საბანკო ამონაწერების ბუღალტრული დამუშავება და პროგრამაში ატვირთვა, ფინანსური განყოფილებისთვის მიწოდება;
  • კომპანიის პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა;
  • მოსალოდნელი ხარჯების ანალიზი, შესაბამისი დაინტერესებული/უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან საბანკო მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • ინტერნეტ-ბანკის მოხმარების ცოდნა (კორპორატიული).
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.

ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს: 

50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე 

50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”

ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.

ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 აპრილი, 2024 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/bugaltris-asistenti/682

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty