სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ირაო - გაყიდვების აგენტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 06 ივნისი, 2019
ბოლო ვადა 07 ივლისი, 2019

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ გაყიდვების ლაბში აცხადებს ახალი წევრების მიღებას.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

შრომის ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვებიდან მიღებული ბონუსები

სამუშაოს ტიპი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი (ასევე, სტუდენტებისთვის სწავლასთან შეთავსებით)

 

თუ შენ:

  • გინდა იმუშაო საერთაშორისო ორგანიზაციაში;
  • გსურს გამოიმუშავო ის აუცილებელი უნარები, რომლებიც კარიერულ ზრდაში ყოველთვის დაგეხმარება;
  • გსიამოვნებს სხვადასხვა ტიპის ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა;
  • შეგიძლია სხარტი აზროვნება, მოსმენა და აზრის დასაბუთებულად გადმოცემა;
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური, მოქნილი, გამბედავი და აქტიური;

 

მაშინ გაყიდვების ლაბის კარი შენთვის ღიაა! - რაც მთავარია, ლაბში 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, ავტომატურად დაწინაურდები ირაოს კარიერული კიბის მომდევნო საფეხურზე. ეს კი, კიდევ უფრო მეტ შემოსავალს, ახალ გამოწვევებს და სტაბილურობასაც ნიშნავს.

  • და მაინც, რატომ ირაოს გაყიდვების ლაბი? - აქ:
  • კონკურენტული და სწრაფად მზარდი ანაზღაურებაა;
  • ირაოს პრესტიჟული იმიჯი კლიენტებთან, მნიშვნელოვნად გიმარტივებთ საქმეს;
  • ხელმძღვანელები მუდმივად გიზიარებენ გამოცდილებას და გეხმარებიან მიზნის მიღწევაში;
  • შექმნილია მეგობრული გარემო, სადაც ყველა ერთმანეთის მხარდამჭერია!

 

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდება:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება (შესაძლებელია მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტიც)
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;
  • სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

 

რა უნდა გააკეთო გაყიდვების ლაბში მუშაობისას?

  • საფუძვლიანად შეისწავლო სადაზღვევო პროდუქტები - ამისთვის, ჩაგიტარდება ტრენინგები;
  • მოიძიო ახალი კლიენტები და შეინარჩუნო მათთან თანამშრომლობა - ამისთვის, გაივლი ტრენინგ-კურსს გაყიდვების ტექნიკაში;
  • იზრუნო გეგმის შესრულებაზე, ვინაიდან ანაზღაურების ზრდა სრულიად შენს შედეგებზე იქნება დამოკიდებული - ამისთვის, გექნება შენი ხელმძღვანელის აქტიური მხარდაჭერა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე შენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] და წერილის სათაურში გთხოვ, მიუთითო: აგენტი.

გთხოვ, გაითვალისწინო, რომ ადგილები შეზღუდულია და ეტაპობრივი დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

„ირაო“ გისურვებთ წარმატებულ კარიერას!

Message body empty