სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ალდაგი - საზაფხულო დასაქმების პროგრამა

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 28 ივნისი, 2019
ბოლო ვადა 28 ივლისი, 2019

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი გთავაზობთ საზაფხულო ანაზღაურებად დასაქმებას პრომო აგენტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში. 

საზაფხულო დასაქმების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია, მიიღოს პრაქტიუკული გამოცდილება და შესაძლებლობა - შეუერთდეს ალდაგის გუნდს და გამოიმუშავოს ანაზღაურება ზაფხულის პერიოდში.
 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და პრაქტიკულ ტრენინგებს
  • მზარდ ანაზღაურებას
  • კარიერული და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას
  • თქვენზე მორგებულ, თავისუფალ  გრაფიკს - დღეში 5 სამუშაო საათი (ორშაბათი-შაბათი - 10:00-15:00 ან 15:00-20:00)
  • მეგობრულ ატმოსფეროს
  • მიიღოთ ანაზღაურება ფიქსირებული 200 ლარი და საკომისიო გაყიდული სადაზღვევო პროდუქტებიდან.
     

პრომო აგენტის მოვალეობებია:

  • ავტო დაზღვევის მიმართულებით პოტენციური კლიენტების მოძიება
  • სხვადასხვა ლოკაციებზე/ობიექტებზე პოტენციურ კლიენტებთან გასაუბრება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  2019 წლის 4 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საზაფხულო დასაქმების პროგრამა

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი  ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

Message body empty