სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Nexia Solutions - 1C ERP კონფიგურაციის სპეციალისტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 05 აგვისტო, 2019
ბოლო ვადა 05 სექტემბერი, 2019

კომპანია Nexia Solutions  აცხადებს ვაკანსიას 1C ERP კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
 

ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:

  • კომპანიაში 1C და სხვა  ბიზნეს გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • დამკვეთი კომპანიის საჭიროებების შესწავლა და  გაანალიზება;
  • კონსულტაციების გაწევა დამკვეთის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების  მიზნით;
  • დამკვეთის   თანამშრომლების   მხარდაჭერა   პროგრამის   ათვისებაში  -    პროგრამის   შემსწავლელი ტრენინგ-კურსების ჩატარება;
  • დამკვეთის ტექნიკური მხარდაჭერა.

 
პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები;
  • ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად;
  • ERP გადაწყვეტილებების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 

 
პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 
სამუშაო პირობები:

  • ადგიმლდებარეობა - ქ.თბილისი, მერაბ ალექსიძის 12, ბიზნეს ცენტრი „King David”
  • სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 – 19:00, ორშაბათი-პარასკევი.
  • ანაზღაურება - ფიქსირებული, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ: 1C ERP Solutions კონფიგურაციის სპეციალისტი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

Message body empty