სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტოიოტა ცენტრი თეგეტა - ავტომობილების გაყიდვების მრჩეველი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 14 აგვისტო, 2019
ბოლო ვადა 14 სექტემბერი, 2019

შპს “ტოიოტა ცენტრი თეგეტა” აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაყიდვების მრჩევლის პოზიციაზე კომერციულ დეპარტამენტში.

 

შპს “ტოიოტა ცენტრი თეგეტა” წარმოადგენს “ტოიოტას” ახალ დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.

შპს “ტოიოტა ცენტრი თეგეტა” არის “თეგეტა მოტორსის” შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან18:00-მდე)

 
ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების ხელშეწყობა, ავტომობილების რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა და საცალო მომხმარებელთა პორტფელის გაზრდა;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრა და ახალი მომხმარებლების მოძიება;
  • კომპანიაში შემოსულ მომხმარებელთა დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
  • მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
  • ტესტ-დრაივების ორგანიზება “ტოიოტა“-ს სტანდარტების დაცვით;
  • აქსესუარების რეალიზაციის სტიმულირება – აქსესუარების კატალოგის შესწავლა, ავტომობილების სხვადასხვა მოდელებისთვის ეფექტური კომბინაციების შემუშავება და მომხმარებლებითვის შეთავაზება;
  • გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება;
  • ავტომობილების გაყიდვის შემდგომი follow up-ის განხორციელება;
  • მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ავტომობილებისა და საავტომობილო სფეროს ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები / უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
  • პრეზენტაციის გამოკვეთილი უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
     

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს (Copy) https://career.tegetamotors.ge/Job/391 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty