სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კრისტალი - უნივერსალური მოლარე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 19 სექტემბერი, 2019
ბოლო ვადა 25 ოქტომბერი, 2019

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი


“კრისტალი“ ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. „კრისტალი“ პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და „მელიორა 2018“-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე, “კრისტალი” პირველია იმ 5 კომპანიას შორის, რომელიც შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: ir.crystal.ge


"კრისტალი" გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

 
ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
  • სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
  • სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
  • ძვირფასი ლითონების შეფასება.

 
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება (სასურველია);
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
  • კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
  • პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;

 

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

განცხადების განხილვის შედეგად შემდგომ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Message body empty