სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

თიბისი - რისკების პარტნიორი - მიკრო პორტფელის მართვა

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 02 დეკემბერი, 2019
ბოლო ვადა 12 დეკემბერი, 2019

"თიბისი ბანკში" მიკრო პორტფელის მართვის მიმართულებით ვეძებთ რისკების პარტნიორს. 

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

გამოცდილების დონე: სპეციალისტი
 

რას გააკეთებ:

  • იმუშავებ Agile გუნდებთან საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგისა და კონტროლის, საკრედიტო რისკების ანალიზისა და მართვის მიზნით;
  • შენი პასუხისმგებლობა იქნება სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების მართვა, სტრეს ტესტებისა და რისკის გაზომვის მოდელების დამუშავება, სხვადასხვა ფაქტორების რეგულარული ანალიზი სარისკო გარემოებების დროულად გამოვლენის მიზნით;
  • ჩაერთვები საკრედიტო პორტფელის მართვისა და ანალიზის პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტების დახვეწასა და სიახლეების დანერგვაში, დაკრედიტების მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების პროცესში;
  • პასუხისმგებელი იქნები დაკრედიტებასთან დაკავშირებით მიღებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების კონტროლსა დაა ანალიზზე.
     

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • განათლება მათემატიკური / ფინანსური / ეკონომიკური მიმართულებით;
  • საბანკო სექტორში საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზებზე მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალ დონეზე განვითარებული ტექნიკური უნარები.

დამატებითი ინფორმაცია: 

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4127

Message body empty