სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

City Hotels - გაყიდვების აღმასრულებელი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 24 დეკემბერი, 2019
ბოლო ვადა 24 იანვარი, 2020

ომპანია “City Hotels„ , რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს „City Avenue“ და „City Center“  აცხადებს  ვაკანსიას გაყიდვების აღმასრულებლის  პოზიციაზე.

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის ან  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც) ;
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ორგანიზებული, აქტიური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

 

მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის გუნდთან ერთად შემუშავება და განხორციელება;
  • კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმრებელთან სატელეფნო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება;
  • შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია.
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
  • გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
  • გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე:  [email protected]  

წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების აღმასრულებელი “.

“City Hotels”-ის სასტუმროების შესახებ  დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე-www.cityhotels.ge 

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty