სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Nexia TA - მეორე დონის ფინანსური აუდიტის ასისტენტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 17 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 17 თებერვალი, 2020

Nexia TA, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის Nexia International-ის წარმომადგენლობას საქართველოში. 

კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას მეორე დონის ასისტენტის (A2) პოზიციაზე ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.
 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით
  • ფინანსურ აუდიტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა)
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • IFRS და ISA სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
  • კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • აქტიური, კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • შრომისმოყვარე

 

კომპანისთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მეორე დონის ასისტენტი (A2)", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

Message body empty