სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

AXEL - მხარდაჭერის გუნდის წევრი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 21 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 21 თებერვალი, 2020

ქართული  სატრანსპორტო ტექნოლოგიური პლატფორმა AXEL -ი აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის გუნდის წევრის პოზიციაზე. 

კომპანია დაარსდა  2019  წელს, ჩვენი მიზანია  ქართველ მომხმარებლებს მივაწოდოთ  უმაღლესი ხარისხის  სერვისი  ტრანსპორტირების და  ტურიზმის  სფეროში .

ჩვენ  ვეძებთ  ახალგაზრდა, ენერგიულ და ზრდისკენ ორიენტირებულ კანდიდატებს მხარდაჭერის  გუნდის წევრის პოზიციაზე. აქსელში  ყოველთვის არის და იქნება  კარიერული წინსვლის საშუალება.

მხარდაჭერის  გუნდის  წევრის მოვალეობები:

  • ახალ რეგისტრირებულ  მძღოლებისგან შემოსული  მონაცემების დამუშავება და დახარისხება.
  • მომხმარებლებთან  კავშირი და მათთვის დახმარების გაწევა.
  • მძღოლებთან  კავშირი  და მათთვის დახმარების გაწევა.
  • სისტემური შეცდომების პოვნა და მათი  რეპორტინგი.
  • მომხმარებლისთვის  თანხის დაბრუნების მოთხოვნის გაგზავნა  ადმინისტრატორთან.
  • ყოველკვირეული და ყოლვეთვიური ანგარიშის მომზადება.
  • კომპიუტერულ სისტემაში  მუშაობა.
  • კომპანიის სოციალური ქსელების  პროფილების მართვა .
  • მონაცემების დამუშავება და ადმინისტრატორთან გაგზავნა.
  • გუნდთან  უწყვეტი   კავშირის ქონა.
  •   კვირის პერიოდში მორიგეობით  ღამის ცვლაზე  ყოფნა.
  •  საჭიროებისამებრ  სხვადასხვა ფუნქციების შეთავსება  .

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ  თქვენი  რეზიუმე  მითითებულ მისამართზე :  [email protected]

Message body empty