სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

IOTA Design - გაყიდვების მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 29 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 28 თებერვალი, 2020

კომპანია Iota Design არის დეველოპერული კომპანია რომელიც აქტიურად არის ჩართული  სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ყველა ეტაპის ოპერირება მენეჯმენტში,როგორიცაა მშენებლობისათვის საინტერესო ტერიტორიების მოძიება,ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა (დაკონტრაქტება), არქიტექტურული პროექტის მომზადება, პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაოები, სამშენებლო კომპანიების შერჩევა, მშენებლობის მონიტორინგი, ასევე მშენებლობის შემდგომი ისეთი მომსახურებების გაწევა როგორიცაა გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და რემონტი. ასევე უზრუნველყოფს ტრენინგებს და ვორქშოპებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ამ ეტაპზე კომპანია ეძებს, გამოცდილ, ენერგიულ და შრომისმოყვარე ადამიანს  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე


ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების პროცესის დაგეგმვა
  • კლიენტების მოძიება-მოზიდვა
  • კლიენტების ბაზის წარმოება
  • შეხვედრა-მოლაპარაკება არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან
  • გაყიდვების შედეგებზე პერიოდული ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის
  • გაყიდვების ეფექტიანობის ზრდაში ჩართულობა და რეკომენდაციების შემუშავება-წარდგენა ხელმძღვანელისთვის


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
  • ინგლისური/რუსული ენის ცოდნა


პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;

იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად ხართ თანამშრომლობისთვის თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ „გაყიდვების მენეჯერი“

კომპანიის FB გვერდი: https://www.facebook.com/iotagroup.iotadesign/  

კომპანიის ვებ-გვერდი: http://iotagroup.ge/

Message body empty