სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჰელფინგ ჰენდ - სოციალური მედიის სპეციალისტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 10 თებერვალი, 2020
ბოლო ვადა 10 მარტი, 2020

ინიციატივის შესახებ:

ჩვენი ინიციატივის მიზანია მარტოხელა მოხუცთა და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესება  და თაობათაშორისო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ვიწყებთ კამპანიას „ჩვენ ვზრუნავთ“, რომლის ფარგლებშიც მოხალისეები უზრუნველყოფენ ბებო-ბაბუებისა და ბავშვების გამოყვანას მცირე დროით არსებული დღის ცენტრებიდან  და მათთან ერთად საინტერესოდ დროის გატარებას. 

„ჰელფინგ ჰენდ“ აცხადებს ვაკანსიას  სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე ზემოაღნიშნული მოხალისეობრივი კამპანიის ფარგლებში
 

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური ქსელის მართვა
  • კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ მოკლე სტატიების (ქართულ და ინგლისურ ენაზე) მომზადება და გამოქვეყნება
  • მასობრივი მედიის საშუალებებთან თანამშრომლობა;
  • სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა კამპანიის „ჩვენ ვზრუნავთ“ ცნობადობის ასამაღლებლად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართულად და ინგლისურად გამართულად წერის უნარი;
  • სასურველია Photoshop-ის ფლობა
  • სოციალური მედია პლატფორმების ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება სოციალურ ქსელებში, კომუნიკაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, სოციალურ მარკეტინგში ან მონათესავე სფეროებში
  • სასურველია, გამოქვეყნებული ჰქონდეს სტატიები და/ან ინტერვიუები
     

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

  • ხანგრძლივობა: 6 თვე; თებერვალი - აგვისტო;
  • სამუშაო გრაფიკი: დამსაქმებელთან შეთანხმებით
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • ანაზღაურება: 200 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სოციალური მედიის სპეციალისტი)

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების შედეგად.

Message body empty