სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

MTG Georgia - გაყიდვების მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 18 თებერვალი, 2020
ბოლო ვადა 18 მარტი, 2020

„MTG Georgia“ 2016 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. ძირითადი მიმართულებაა ლოგისტიკა, საერთაშორისო გადაზიდვები.

კომპანია განვითარებაზე და ხარისხზეა ორიენტირებული, გამოცდილება და მჭიდრო საერთაშორისო კავშირები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს კონკურენტუნარიანი, სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

კომპანია „ემ-თი-ჯი ჯეორჯია“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: გიორგი ახვლედიანის #2 (ვარდების მოადანზე, მეტრო რუსთაველის მოპირდაპირე მხარეს)
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით / 10:00 – 18:00
  • ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი.
  • ტრენინგი: საქმიანობის სპეციფიკის შესწავლა შიდა ტრენინგის საფუძველზე.

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმართვა და შეხვედრების ორგანიზება გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით, ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსი;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office )
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა, პრიორიტეტად ჩაითვლება თურქულის ან სხვა უცხო ენის ცოდნა,

არ არის აუცილებელი სამუშაო გამოცდილება და ლოგისტიკის სფეროს ცოდნა, მთავარი მოთხოვნა არის სფეროს შესწავლის და სფეროში მუშაობის სურვილი და მოტივაცია. 

კომპანიის ბენეფიტები:

  • თანამედროვე სტანდარტების მქონე ცენტრალურ უბანში სამუშო სივრცე / ოფისი;
  • პროდუქტის და საქმიანობის სპეციფიკის შესწავლა შიდა ტრენინგის საფუძველზე;
  • სწრაფი განვითარების პერსპექტივა.


დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: [email protected]

Message body empty