სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას პორთფელური რისკების ანალიტიკოსი პოზიციაზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 07 ივნისი, 2021
ბოლო ვადა 23 ივნისი, 2021

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი) ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
• თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე


ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

• სალიზინგო პორტფელის დამუშავება, ინფორმაციის შეკრება და ხარისხობრივი ანალიზი, დინამიკაზე დაკვირვება
• პორტფელის ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა
• IFRS 9 მეთოდოლოგიით პორტფელის რეზერვის კალკულაციაში მონაწილეობის მიღება
• სხვა საბალანსო მუხლების რეზერვის კალკულაციაში მონაწილეობის მიღება
• ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება რისკიანობის დაგეგმვის მიმართულებით
• თიბისი ბანკთან და სხვა ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებთან ურთიერთობა
• სხვა მონაცემების ექსელში დამუშავება და ანალიზი, საჭიროების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ფინანსების ან რისკების მართვის მიმართულებით
• საერთაშორისო სტანდარტის IFRS 9 პრინციპების და გამოყენების ცოდნა
• სერტიფიცირება რისკების მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
• ფინანსურ ინსტიტუტში საკრედიტო ან პორტფელურ რისკებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
• ინგლისური ენის ცოდნა
• Microsoft Office (Excel - მაღალ დონეზე ცოდნა, სხვა საოფისე პროგრამები სტანდარტულად)

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:

• დროის მართვის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• გადაწყვეტილების მიღების უნარი
• ანალიტიკური აზროვნება
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Message body empty