სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

„საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 07 ივნისი, 2021
ბოლო ვადა 19 ივნისი, 2021

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე თბილისის სერვისცენტრში. (არასრული განაკვეთი) 

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; შაბათი - მოთხოვნისამებრ. (კვირაში 24 საათი)

ანაზღაურება - 300-350 ლარი (განისაზღვრება სერვისცენტრის სიდიდიდან გამომდინარე)

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;
  • მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
  • სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
  • ქართული ენის ცოდნა;
  • რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • MS პროგრამების ცოდნა;

უნარ–ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

  • ჯგუფური გასაუბრება ;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • ტესტირება;
  • მოსამზადებელი ეტაპი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 19 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Message body empty