სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ამინდის არხი meteo24

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 05 მაისი, 2023
ბოლო ვადა 31 მაისი, 2023

SmartNET-ის მედია აკადემიის ბაზაზე სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს  სთავაზობს სტაჟირების პროგრამას, რომლის ფარგლებში მსურველებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 1-დან 6 თვემდე არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული მსურველების შერჩევა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით და განათლების პროფილის გათვალისწინებით. 

სტაჟირების მიზანია: 

  • დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა; 
  • შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა; 
  • პროფესონალების ზედამხედველობით  და გამოცდილების გაზიარებით აკადემიური, კარიერული და პროფესიული ზრდისთვის ხელშეწყობა; 
  • კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა; 
  • სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში მედიის სფეროში დასაქმების შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია: 

  • საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელწიფო ენას, სწავლობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არის მეორე ან უფრო მაღალი კურსის სტუდენტი/ ან სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე /ან არის კურსდამთავრებული (სწავლის დამთავრებიდან არ უნდა იყოს გასული 2 წელი); არხის სტრუქტურული ერთეულის და ასევე სტაჟირების სტაჟირების პროგრამის სპეციფიკიდან  გამომდინარე, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს. 
  • სტაჟიორის კვალიფიკაცია და საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სწავლობს სტაჟირების მსურველი თანხვედრაში უნდა იყოს meteo24 არხის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პროფილთან. 

სტაჟიორების აყვანის პერიოდულობა და სტაჟირების ვადა: 

  • სტაჟიორების აყვანა ხორციელდება კვარტლურად, შემოსული განაცხადების კვარტალში ერთხელ განხილვა/შერჩევის  გზით. 

 

სტაჟიორთა შერჩევის პროცესი: 

  • სტაჟირების განაცხადების მიღება ხორციელდება აპლიკაციის მეშვეობით. იხ. ბმული. 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfwZvLZSQS8ysdJHsbyt_Ee3OEnJIi3dZ-WJCC7spWJfFtuLQ/viewform

  • სტაჟირების პროგრამის შესარჩევი ეტაპის პირველ საფეხურს წარმოადგენს შემოსული აპლიკაციების გადარჩევა, ხოლო მეორეს – გასაუბრება. 
  • შერჩევის დამატებითი ეტაპები განისაზღვრება სტაჟირების კონკრეტული პოზიციის/პროგრამის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნებიდან გამომდინარე. 
  • სტაჟიორების შერჩევას განსაზღვრული პერიოდულობით  ახორციელებს სპეციალურად შექმნილი შესარჩევი კომისია, რომელიც კომპლექტდება არხის თანამშრომლებიდან. 
  • სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, შეავსეთ აპლიკაცია. 

 სტაჟირების პროგრამის სრული ვერსიის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.meteo24.tv/p/blog-page_50.html

Message body empty