სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC - კონსულტანტი ბუღალტერიის მიმართულებით

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 14 ივნისი, 2023
ბოლო ვადა 30 ივნისი, 2023

კომპანია “ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტის პოზიციაზე.

“ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: „შარმ ტრეიდინგი“, „სუფთა სახლი”, „GDCC”, “შაბა“, „A Logistics Company”, “VitrA” და სხვა.

კომპანიის მთავარ აქტივს წარმოადგენს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუდმივად მზადაა მასშტაბური გამოწვევებისთვის, ინოვაციებისთვის და განვითარებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდი მუდმივად კომპლექტდებოდეს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ახალი რესურსით - ადამიანებით, რომლებსაც ჩვენს გუნდში მოხვედრით ექნებათ უდიდესი შესაძლებლობები ჩამოყალიბდნენ კიდევ უფრო მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინოფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://cutt.ly/hllgHgN

რას გთავაზობთ?

  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
  • კომფრტულ და სასიამოვნო სამუშაო სივრცეს/გარემოს,
  • კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ გუნდს,
  • შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს,
  • 6 თვიანი ანაზღაურების სტაჟირების შემდგომ ბუღალტრული ან ფინანსური მიმართულების კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებას
  • დანიშვნის პერიოდიდან სიცოცხლის დაზღვევასა და სხვა ბენეფიტებს,
  • სტაჟირებისას მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ხოლო დანიშვნის შემდგომ სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (9:00 – 18:00 სთ)

ფუნქცია-მოვალეოები:

  • კომპანიის საქმიანობის გაცნობა და შესწავლა;
  • კომპანიის ბუღალტრული მიმართულების სოფტის - 1C პროგრამის შესწავლა;
  • კომპანიის ყოველდღიური ფინანსური აღრიცხვის პროცესებში ჩართულობა (ბუღალტრული გატარებების წარმოება/სისწორის კონტროლი);
  • საბუღალტრო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა, აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საბანკო გადარიცხვების წარმოება, ბანკის ოპერაციების ბუღალტრულად დამუშავება;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.
  • ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება, რაც არ სცდება მოქმედ კანონდმებლობასა და კომპანიის შიდა სამართლებრივ თუ ეთიკურ სტანდარტებს.

მოთხოვნები, მოლოდინები:

  • ეკონომიკური, ფინანასებისა და/ან ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტების 3-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • დაგეგმვის უნარი - შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა და დროში სწორად გადანაწილება,
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ინგლისური ენის ფლობა (ვინაიდან საერთაშორისო პარტნიორებთან ექნება კომუნიკაცია)

მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:

  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • განვიტარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ანაზრაურებადი სტაჟირება - ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტი”

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Message body empty