სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

„მისო ევრო კრედიტი“ - იურისტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 19 ივლისი, 2023
ბოლო ვადა 31 ივლისი, 2023

მიკროსაფინანსო კომპანია სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში, იურისტის პოზიციაზე.

თუ ხართ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სფეროში, განივითაროთ ბიზნესისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, იმუშაოთ სასიამოვნო გარემოში და მიიღოთ კარიერული წინსვლისა და განვითარების საუკეთესო შანსი.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევში, განიხილება კომპანიაში დასაქმება.

ანაზღაურება 300 ლარი;

სტაჟირების გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 – 18:00 სთ;

ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი; საბურთალო.

საქმიანობის აღწერა:

საქმისწარმოების პროცესში მონაწილეობის მიღება;

  • დოკუმენტაციის მომზადება სასამართლოსთვის, არბიტრაჟისათვის, შსს მომსახურების სააგენტოსათვის;
  • დეპარტამენტის მიმდინარე საქმეების მართვაში მონაწილების მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მუშაობის გამოცდილება არ არის აუცილებელი;
  • საოფისე პროგრამების (world; excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;


დამატებითი უნარები:

  • ენერგიული;
  • მოტივირებული;
  • გუნდური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected];

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - „სტაჟირება იურისტი“

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ივლისი.

Message body empty