სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი - ფინანსური დეპარტამენტის სტაჟიორი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 04 ოქტომბერი, 2023
ბოლო ვადა 08 ოქტომბერი, 2023

პოზიციის დასახელება: ფინანსური დეპარტამენტის სტაჟიორი

სამუშაო ადგილი: თბილისი/სათაო ოფისი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 8 ოქტომბერი, 2023 წ. 

სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი” აცხადებს კონკურსს ფინანსურ დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე.

მოვალეობები:

  • ფინანსური და არაფინანსური მონაცემების დამუშავება/ანალიზი
  • ფასს-ს მოთხოვნების მიხედვით კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა
  • წლიური ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის პროცესში მონაწილეობა
  • მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში საკუთრების შესახებ ინფორმაციის იდენტიფიცირება, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების დამუშავება

საჭირო კვალიფიკაცია: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
  • სავალდებულოა Excel-ის ცოდნა
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა 
  • ანალიტიკური აზროვნების წერილობით გადმოცემის უნარი
  • შეზღუდულ დროში დიდი მოცულობის სამუშაოსთან გამკლავების უნარი
  • დეტალებზე კონცეტრირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობისა და კონფიდენციალურობის მაღალი გრძნობა

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/   2023 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

Message body empty