სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტაჟიორთა კონკურსი პროკურატურაში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 10 ოქტომბერი, 2023
ბოლო ვადა 31 ოქტომბერი, 2023

საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსებს საქართველოს პროკურატურაში  საპროკურორო უფლებამოსილების განმახორციელებელ და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად. 

სტაჟიორობის კანდიდატების მიმართ ძირითადი მოთხოვნებია:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • არგუმენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მიზანდასახულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • მოტივირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი (აპლიკაცია) უნდა გამოაგზავნონ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით,  2023 წლის 9 ოქტომბრიდან 2023 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.

სტაჟიორობის კანდიდატმა ზემოაღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით შესაბამისი საკონკურსო განაცხადის (აპლიკაციის) გამოგზავნისას, განაცხადს (აპლიკაციას) ელექტრონული სახით უნდა დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების დასკანერებული ასლები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად) ან ცნობა უმაღლესი იურიდიული განათლების დასრულების შესახებ;

გ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის, ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის, ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ასეთი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებსაც კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ აქვთ ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, კონკურსზე დაიშვებიან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშეც. თუმცა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორად დაინიშნებიან პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის, ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის, ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

სტაჟიორთა კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველი - შემოსული განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევა, მეორე ეტაპი ჩატარდება ტესტირების ფორმით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. 

სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპის პროგრამა და 

გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერი

კონკურსის მეორე ეტაპის პროგრამა შედგება შემდეგი

სამართლებრივი აქტებისაგან:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის ევროპული კონვენცია;

გ) ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია;

დ) ,,სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ 1959 წლის ევროპული კონვენცია; 

ე) ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენცია (გარდა II და III თავებისა); 

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 

ზ) ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

თ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; 

ი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

კ)  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; 

ლ) ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. 

კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით გავლილად ითვლება, თუ სტაჟიორობის კანდიდატი შეთავაზებული 100 ტესტიდან მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას. თითოეულ დავალებას (ტესტს) ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად გაცემული პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით. 

კონკურსის შემდგომ ეტაპზე გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერი შეიძლება შეიცვალოს სტაჟირების გავლის კომისიის გადაწყვეტილებით.

კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში სტაჟიორობის კანდიდატებს შეუძლიათ საჩივრით მიმართონ სტაჟირების გავლის კომისიას.

კონკურსის მესამე ეტაპზე (გასაუბრებაზე) არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს კონკურსის მეორე  ეტაპს.

ტესტირების შემდგომ წარმატებულ კონკურსანტებს ჩაუტარდეთ გასაუბრება. გასაუბრებამდე კონკურსანტებს შეიძლება ჩაუტარდეთ ინტელექტის განმსაზღვრელი ტესტირება (IQ).

კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ სტაჟიორობის კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის ყოველ ეტაპზე დასაშვებად სტაჟიორობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

წარმატებული სტაჟიორობის კანდიდატები, შესაბამისი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, გაივლიან ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს პროკურატურაში - დაინიშნებიან სტაჟიორად საპროკურორო უფლებამოსილებით ან სტაჟიორად პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია და ყოველთვიური სარგოს ოდენობა შეადგენს 1056 ლარს.

სტაჟირების ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ, სტაჟირების გავლის კომისია ახდენს სტაჟიორთა შეფასებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 

პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება, გენერალური პროკურორის მიერ ინიშნება საქართველოს პროკურატურაში შესაბამის (პროკურორის ან გამომძიებლის) ვაკანტურ თანამდებობაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში (დაკისრებული მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულების ან/და საუკეთესო შედეგების მიღწევისას) სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არაუდრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოს ტელეფონის შემდეგ ნომრებზე:

240 52 40

240 52 07

240 53 15

240 57 78

Message body empty